
დმანისის მუნიციპალიტეტის, კამარლოს საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს.
სკოლის პედაგოგის თქმით, მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ რომ მოსწავლეები არ დარჩნენ სწავლის გარეშე.
„რეალურად დიდი პრობლემაა ოჯახებში უინტერნეტობა, ის რომ ბევრს არც კომპიუტერი აქვს და არც ტელეფონი. თუმცაღა, მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ რომ ბავშვები არ დარჩნენ ისე, რომ რაიმე ვერ გაიარონ. იყენებენ WhatsApp ჯგუფებს. ასევე მიმართავენ განათლების სამინისტროს საიტს, სადაც ბავშვები დავალებებს აკეთებენ, უღებენ დავალებებს სურათს და მასწავლებელს უგზავნიან“,- აღნიშნავს სკოლის პედაგოგი.