„ყველასთან გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა“ - კირიხლოს საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს
28-04-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს.

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.

„ყველასთან გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა. ნაწილთან ვმუშაობთ „თიმსის“ პროგრამაში, ნაწილთან „მესენჯერით“, ნაწილთან „ვაიბერით“ და WhatsApp-ით, ზოგ ბავშვთან პირადი მიმოწერით. მშობლის მოთხოვნიდან გამომდინარე“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203