ცურტავის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს
28-04-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცურტავის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს.

სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და ამოწმებენ მათ ნამუშევრებს.

„გაკვეთილები ტარდება დისტანციურ რეჟიმში, ძირითადად ცხრილის მიხედვით, მოსწავლეები იყენებენ ტელესკოლას​. ნაწილს ინტერნეტის საშუალებით ვაძლევთ დავალებებს და მერე ვუმოწმებთ, მოსწავლეები დისტანციურად სწავლობენ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203