ალერტკარის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესს წარმატებით წარმართავს
28-04-2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ალერტკარის საჯარო სკოლა მარტის თვის პირველი რიცხვებიდანვე აქტიურად ჩაერთო დისტანციურად სწავლების პროცესში.

სკოლაში თავიდანვე შეიქმნა დისტანციური სწავლების გაკვეთილების ცხრილი.  იმის მიუხედავად, რომ რთული ვითარებაა, მასწავლებლები და მოსწავლეები საკმაოდ კარგად ართმევენ თავს სწავლების ამ გამოწვევას და გამოირჩევიან საკმაოდ მაღალი აქტიურობით.

„ასეთი სახით სწავლება განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მოსწონთ, თუმცა ჩართვებისას ხშირად აღნიშნავენ, რომ ენატრებათ სკოლა, მეგობრები, მასწავლებელი და საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილები. მათი მშობლები ძალიან აქტიურობენ, რომ ხელი შეუწყონ თავიანთი შვილების სწავლების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.

პედაგოგები იყენებენ messenger-ს, teams და feedc პლატფორმას. მასწავლებლები და მოსწავლეები ასევე აქტიურად არიან ჩართული ტელესკოლის პროექტში და სწავლა-სწავლებისას იყენებენ ამ გაკვეთილებზე განხილულ საკითხებს.

სოფელ ალერტკარის გეოგრაფიული მდებარეობის გამო არის ისეთი უბნები, სადაც ინტერნეტკავშირი ვერ ხორციელდება. ასეთ უბნებში დასახლებულ მოსწავლეებს მასწავლებლები უკავშირდებიან ინდივიდუალურად, სატელეფონო კავშირით.

სკოლის დირექცია, მადლიერებას გამოხატავს, თითოეული მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის მიმართ, მათი დაუღალავი შრომისა და აქტიურობისთვის“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203