
ხაშურის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე დისტანციურად აღნიშნეს.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა თავიანთი თვალით დანახული დღევანდელი დედამიწა ფურცელზე დახატეს.
„#დარჩისახლში ესეც მალე გაივლის“, -აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები