
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ალამბრის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
ამჯერადაც, შემაჯამებელ ტესტირებაში სკოლის მე-3 კალსის მოსწავლე ნიკოლოზ რიჟამაძემ და მე-5 კლასის მოსწავლე გიორგი ნიჟარაძემ ბრინჯაოს დიპლომები მოიპოვეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.