არლის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დნმ-ის დღესთან დაკავშირებით ონლაინ პრეზენტაცია ჩატარდა
28-04-2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის არლის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დნმ-ის დღის მნიშვნელობაზე ონლაინ პრეზენტაცია ჩატარდა. მოსწავლეებს საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბიოლოგიის მასწავლებელმა მიაწოდა.

„25 აპრილი დნმ-ის დღეა!

იგი ეძღვნება ჯეიმს უოტსონის, ფრენსის კრიკის, მორის უილკინსის, როზალინდ ფრანკლინისა და მათი კოლეგების ნაშრომის, დნმ-ის სტრუქტურის შესახებ, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნების დღეს 1953 წელს.

ეს დღე პირველად აღინიშნა 2003 წელს აშშ-ში. 2010 წლიდან კი „საერთაშორისო დნმ-ის დღე“ ყოველწლიურად აღინიშნება.

სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით არლის საჯარო სკოლის V, VII, VIII, IX, X, XI კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ონლაინ პრეზენტაცია.

მოსწავლეებმა, საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია დნმ-ის შესახებ მიიღეს ბიოლოგიის მასწავლებლის ნინო კაჭკაჭაშვილისგან“, -აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203