„სამყარო არის კორონავირუსის ყუთში“ - ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლემ პანდემიით შეცვლილ ცხოვრებაზე საკუთარი შეხედულება ჩანახატით გამოხატა
28-04-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მანე სირადეგიანმა კორონავირუსისგან შექმნილ ვითარებაზე თავის შეხედულება ჩანახატით გადმოგვცა.

მონატრების ერთი თვე

მე ძალიან მიყვარს სიჩუმე და მარტობა, მაგრამ ეს ერთი თვე არ იყო სიჩუმიანი. ფიზიკურად არის სიჩუმე, მაგრამ ჩვენს სულში შიშია, იმიტომ რომ სამყარო არის კორონავირუსის ყუთში.

არ ვიცი სხვა ადამიანები როგორ ფიქრობენ ამის შესახებ, მაგრამ მე ამ ერთ თვეში სულ ვარ პანიკაში და მე ამ ერთ თვეში გავიგე, რომ უნდა ვიფიქროთ დედამიწის შესახებ.

მსოფლიო ცუდ დღეშია, უკვე უფროსები არ მუშაობენ და არ არის ფული საჭმლის ან წამლის საყიდლად. არ ვიცი, მაგრამ მე მგონია, რომ ამ ერთ თვეში არავინ არ ცხოვრობს...მე მინდა მშვიდობა.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

მანე სირადეგიანი არაქართულენოვანი სექტორის მოსწავლეა. ის ბეჯითი და შრომისმოყვარე გოგონაა. მანეს ძალიან უყვარს ქართული ენა და ცდილობს, ბევრი იმუშაოს და გამართულად შეძლოს ქართულად აზრის გადმოცემა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203