
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს აქტიურად განაგრძობს. მასწავლებლები მოსწავლეებს უამრავ საინტერესო რესურსს სთავაზობენ.
ამჯერად, მათემატიკის პედაგოგმა თინათინ სვანაძემ XI კლასის პროგრამის მიხედვით მოამზადა ვიდეოგაკვეთილი თემებზე - „ცილინდრი“ და „კონუსი“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ვიდეოები