
ბათუმის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
შემაჯამებელ ტესტირებაში მოსწავლეებმა: მარიამ აბულაძემ, გიორგი დევაძემ, ეთუნა სურმანიძემ, მარიამ თურმანიძემ, ანა კაცაძემ, ალექსანდრე ბერიძემ, გიორგი ბერიძემ, ალექსანდრე ტაკიძემ და ანასტასია ბერიძემ უმაღლესი ქულები აიღეს და ოქროს დიპლომები მოიპოვეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.