
22 აპრილს, დედამიწის დღე აღნიშნეს მარნეულის მუნიციპალიტეტის, ახალი დიოკნისისა და მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
მოსწავლეებმა დედამიწის, ცოცხალი ორგანიზმებისა და გეოლოგიური პროცესების შესახებ დისტანციურ რეჟიმში ჩაატარეს კონფერენცია.
„მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, მათ შორის დღეს შექმნილ სიტუაციაზეც. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ახალი დიოკნისისა და მარადისის საჯარო სკოლის პედაგოგმა არჩილ ძირკვაძემ, მან მოსწავლეებს საინტერესო ექსპერიმენტიც წარუდგინა. დღეს შექმნილი მდგომარეობის პერიოდში მნიშვნელოვანია მოსწავლეების საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა, დისტანციურ რეჟიმში საგანმანათლებლო საქმიანობით დატვირთვა და სკოლებს შორის თანამშრომლობა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო