„გამოფენა სახლში“ ​- ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ონლაინ გამოფენა მოაწყვეს
28-04-2020

„გამოფენა სახლში“ - ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის I – IV კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა განახორციელეს.

„დისტანციურმა  სწავლებამ შეცვალა ჩვენი გარემო და სტილი. ამიტომაც შევთავაზე ჩემს მოსწავლეებს საკლასო გამოფენა ჩაენაცვლებინათ  - სახლის გამოფენით. მათ ონლაინსწავლების პერიოდში შექმნილი ნახატები გამოფინეს სახლში,  გადაუღეს ფოტოები და ასე გააცნეს ონლაინ მაყურებელს მათი შემოქმედება.

ესაც ერთ-ერთი აქტივობაა, რომელიც უმაღლებს  მოტივაციას და თვითშეფასებას. მადლობა ჩემს პატარებს ასე დაუზარლად რომ შრომობენ“,-აღნიშნავს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ვენერა აბუსერიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203