
„დედამიწა ჩვენი სახლია, დავიცვათ ჩვენი სახლი“ - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N1 საჯარო სკოლის საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო საგნების კათედრების წევრებმა, მოსწავლეებთან ერთად, დისტანციურ რეჟიმში აღნიშნეს დედამიწის დღე.
22 აპრილი დედამიწის დღეა. მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო ნახატები შექმნეს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყდა, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები