„დედამიწას საუბარი რომ შეეძლოს, იტყოდა: დამასვენეთ შვილებო, შევიხორცო ჭრილობები“ - ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩანახატს გვიზიარებს
28-04-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე საბა აკობია საინტერესო ჩანახატს გვიზიარებს, სადაც მოსწავლე დედამიწის ტკივილის შესახებ წერს.

„დედამიწა დღეს დიდი განსაცდელის, საფრთხის, პრობლემის წინაშე დგას. წინა პერიოდს თუ გავიხსენებთ, იყო საშინელი ომები, დედამიწას ბოლი ასდიოდა, განადგურდა მოსახლეობა, ტერიტორიები, დედამიწის ორგანოები, ასე ვთქვათ. დღეს იგივეს ვერ ვიტყვით, მაგრამ საფრთხე მაინც ემუქრება. ერთი მხრივ, რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობა დაძაბულია, შეიძლება პიკსაც მიაღწიოს.

ბიბლიურ წყაროებში საუბარი იყო მესამე მსოფლიო ომზე, რაშიც რა თქმა უნდა, იგულისხმება მთელი მსოფლიოს განადგურება, მაგრამ მაინც ინიციატორი, ასე ვთქვათ, შეიძლება იყოს ეს რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობა.

ამას თავი რომ დავანებოთ, მსოფლიო შეიპყრო კორონავირუსმა, დედამიწას მუდმივად აცემინებს, სისხლის წვიმები არ ცხება, დედამიწა ტირის, რადგან, როგორც ჩვენ ვისწავლეთ დაწყებით კლასებში, ადამიანის ორგანოები წაჩხუბდნენ და ცუდად გახდა ადამიანი, ორგანოებიც ერთმანეთის გარეშე ვერ იარსებებდნენ, ასეა დედამიწის მაგალითზეც, კარგი ურთიერთიბის გარეშე ვერ იქნება ჰარმონია, სიმშვიდე და დედამიწაც განადგურდება.

ეს სამყარო შეიქმნა სიცოცხლისთვის, სიმშივიდისთვის, უფალმა შექმნა იგი ადამიანისათვის, მაგრამ შემდეგ ჩვენ შევქმენით ეშმაკი, ტკივილი, ბოროტება, ცოდვები, ჩვენ თვითონ მოვიყვანეთ ამ ვითარებამდე. დედამიწას საუბარი რომ შეეძლოს, იტყოდა:დამასვენეთ შვილებო, შევიხორცო ჭრილობები“, - წერს საბა აკობია.

ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203