ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემებზე - „21-ე საუკუნის გამოწვევები“ და „ჩემი აზრი დისტანციურ სწავლებაზე“ ონლაინ დისკუსიები გამართეს
28-04-2020
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა, IX კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის - „მომავლის თაობა“ ფარგლებში, დაგეგმილი პროექტის - „რკინის ქალბატონები“ დასკვნითი აქტივობა განახორციელეს.
„მიმდინარე პროცესების გამო მოსწავლეებმა მოდიფიცირება გაუკეთეს რამოდენიმე აქტივობას და გამართეს დისკუსიები - „21-ე საუკუნის გამოწვევები“ და „ჩემი აზრი დისტანციურ სწავლებაზე“. ონლაინ დისკუსიამ საინტერესოდ ჩაიარა. (მოსწავლეთა ფოტოები გამოქვეყნებულია მშობლების თანხმობით)“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
კლუბის ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი ირმა გელაშვილი გახლავთ.