
მცხეთის N2 საჯარო სკოლის Iბ კლასის მოსწავლეები შეუერთდნენ კამპანიას - „დარჩი სახლში“ და თემაზე ვიდეორგოლი მოამზადეს.
მოსწავლეები საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
დაწყებითი კლასის ხელმძღვანელი გვანცა კაპანაძე გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა შეწყდა. მოსწავლეებს დისტანციურად უტარდებათ გაკვეთილები. ისინი ასევე დისტანციურად აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებს.
იხილეთ ვიდეო