დაასახელეს კარანტინის დროს აუცილებელი ვიტამინი - პროდუქტები, რომლებიც მას შეიცავენ
27-05-2020

მეცნიერებმა თვითიზოლაციის დროს აუცილებელი ვიტამინი დაასახელეს. ამის შესახებ The Sun დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს აღმასრულებელ სააგენტოზე - Public Health England დაყრდნობით წერს.

იმის გამო, რომ ბევრი ადამიანი კარანტინის თუ თვითიზოლაციის დროს დროის დიდი ნაწილს შენობაში ატარებს, მათ შესალოა ​D ვიტამინის ნაკლებობა გაუჩნდეთ.

ექსპერტები მათ, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ დრო გაატარონ, ურჩევენ დღეში ერთხელ 10 მიკროგრამი D ვიტამინი მიიღონ.

პრეპარატების გარდა აღნიშნულ ვიტამინს შეიცავს კვერცხის გული, წითელი ხორცი და ცხიმიანი თევზი.

ვიტამინი D ორგანიზმის მიერ კალციუმის და ფოსფატების ათვისებაში მონაწილეობს. ამასთან, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვიტამინის მიღება კორონავირუსის მკურნალობაზე გავლენას არ ახდენს.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203