
თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეები სახლში ყოფნისას დროს უქმად არ კარგავენ და თვითიზოლაციის პერიოდში მშვენიერ ნახატებს ქმნიან.
მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ. ისინი ასევე დისტანციურ რეჟიმში აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებს და დღესასწაულებს.
ამჯერად, მოსწავლეებმა სააღდგომოდ თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს. მე-5 კლასელებმა, მარიამ, დათო და ლუკა ჯიჯიაშვილებმა ნახატები დახატეს. ლიზი მეზურნიშვილმა მუყაოთი იმუშავა და დაამზადა მოდელი - სახლი ეზოთი. გარდა ამისა ნამუშევრები წარმოადგინეს მოსწავლეებმა: ბარბარე მღებრიშვილმა; სანდრო ბაინდურაშვილმა; ლიკა ტოტოღაშვილმა და მეორე კლასელმა სანდრო მეზურნიშვილმა.
იხილეთ ფოტოები