„ყოველი წუთი უნდა დავაფასოთ“ - ​ხოჯორნის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, აიდა ვერმიშიანმა პანდემიით შეცვლილ ცხოვრებას ჩანახატი მიუძღვნა
27-04-2020

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე აიდა ვერმიშიანი სახლში ყოფნის ერთ თვეს ჩანახატს უძღვნის. მოსწავლე გვიზიარებს, თუ რაზე დააფიქრა თვითიზოლაციის პერიოდმა.

მონატრების 1 თვე-რა გვასწავლე სიჩუმემ

სიჩუმემ, პირველ რიგში, მასწავლა ვინ ვარ მე. მასწავლა, სინამდვილეში როგორია ჩემი თავი. მასწავლა: როგორ უნდა ვიცხოვრო უმეგობროდ, მასწავლა, როგორ უნდა ვიცხოვრო, როცა ადამიანებთან არ მაქვს ურთიერთობა!

ვისწავლე მარტო ცხოვრება. რამდენიმე თვის წინ მოვედი სახლში, მხიარული ვიყავი და ცოტაც დაღლილი (ბევრი გაკვეთილი მქონდა, ამიტომ), ახლა კი ფანჯრიდან ვუყურებ ბუნებას და საკუთარ თავთან ვსაუბრობ: იმ დროს რა კარგი იყო!

სიჩუმემ მე მასწავლა ფასი. ყოველი წუთი უნდა დავაფასოთ, თავისუფლების ყოველივე წუთი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რა ვიცით, ხვალ რა იქნება?!

აიდა ვერმიშიანი
მე-10 კლასი
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

აიდა არაქართულენოვანი სექტორის მოსწავლეა. მას გამორჩეულად უყვარს ქართული ენა. ძალიან ცდილობს, კარგად წეროს. ის ქართულად კითხულობს წიგნებს, უყურებს ფილმებს, ასევე ქართულ ტელეგაკვეთილებს. მას ჰყავს ბევრი ქართველი მეგობარი და სწავლის გაგრძელებასაც საქართველოში აპირებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203