ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დიპლომები მოიპოვეს
27-04-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალშიizrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.

„მათ წარმატებით გაიარეს შემაჯამებელი ტესტი, რაც აისახა მათ აქტიურობაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს, რომლებიც მხარში ედგნენ მოსწავლეებს ტესტირებაში მონაწილეობისათვის!

წარმოგიდგენთ მონაწილე მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს, რომლებმაც მიღწეული წარმატებისათვის დაიმსახურეს მადლობის სიგელები და დიპლომები!“-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ წარმატებული მოსწავლეების მოპოვებული დიპლომები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203