
ბათუმის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
შემაჯამებელ ტესტში ნიკოლოზ ალექსანდრიამ, დავით ვარშალომიძემ, ელენე დიასამიძემ, მარიამ შარაშიძემ, თებრონე ზაქარიაძემ, ვაჟა თოდრიამ, სევა ვერძაძემ,დემეტრე შავაძემ და იოანე გათენაძემ უმაღლესი ქულები მოიპოვეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.