კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლებთან ერთად, დისტანციური სწავლების პროცესში ხალისით არიან ჩართულნი
27-04-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის კურსების საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლებთან ერთად, „თიმსით“ სწავლების პროცესში ხალისით ჩაერთვნენ.

ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები და მათი მშობლები.  

„მიდგომა და მზაობა ტექნოლოგიების გამოყენების მიმართ დიდია, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ყველა მოსწავლე აქვს საკუთარი გააქტიურებული ექაუნთი და იყენებენ ონლაინ გაკვეთილებზე შესასვლელად.

ჩვენი მუშაობა დისტანციური სწავლების რეჟიმში არის ახალი გამოწვევა, ამასთანავე, სახალისო,  საინტერესო და მრავალფეროვანი, რომელიც თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებაზეა დაფუძნებული“,- აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203