ილიაწმინდის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კომიქსები და ლიტერატურული ზღაპრები შექმნეს
27-04-2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ილიაწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესს აქტიურად განაგრძობენ.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა დისტანციულად შეაჯამეს თემა - „იყო და არა იყო რა“. პატარებს პედაგოგი ეკა მესტიაშვილი ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებმა კომიქსები შექმნეს და ლიტერატურული ზღაპრების წერაშიც მოსინჯეს თავი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს. 

თემის ჯეჯამების ფარგლებში მოსწავლეთა განხორციელებული აქტივობები იხილეთ ბმულზე


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203