
გორის მუნიციპალიტეტის ზერტის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა დისტანციურად აღნიშნეს დედამიწის დღე.
მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ნახატები და პოსტერები მიუძღვნეს. ასევე მოიძიეს მასალა ინტერნეტში, დისტანციურად გააკეთეს პრეზენტაცია და მოაწყეს გამოფენა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს. მოსწავლეები ასევე დისტანციურად აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებს.
იხილეთ ფოტოები