
22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ქვედა სამების საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ ჩაატარა ვირტუალური კონკურსი - „გავუფრთხილდეთ დედამიწას, შევინარჩუნოთ სიცოცხლე“.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბავშვები ენთუზიაზმითა და სიხარულით ჩაერთვნენ მოცემულ კონკურსში, მათ ამისთვის გადაეცემათ სიგელები და სერთიფიკატები.
იხილეთ ფოტოები