„დედამიწა ჩემი სახლია“ - არლის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ონლაინ კონკურსი ჩატარდა
27-04-2020

ადიგენის მუნიციპალიტეტის არლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე დისტანციურად აღნიშნეს.

ბიოლოგიის მასწავლებლის ნინო კაჭკაჭაშვილის ინიციატივით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით V კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდა ონლაინ კონკურსი თემაზე - „დედამიწა ჩემი სახლია“. მონაწილე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკონკურსო ნამუშევრები. ონლაინ სპეციალურმა ჟიურმა კი გამოავლინა გამარჯვებულები. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ ონლაინ სიგელები.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა! ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, ამ დღესთან დაკავშირებით იგეგმება სხვადასხვა ტიპის პროექტები თუ აქტივობები, რომლის მთავარ მიზანსაც დედამიწისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203