
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაში აქტიურად არიან ჩართულნი. ისინი სწავლის გარდა დროს შემოქმედებითი უნარების განვითარებას უთმობენ.
„მსოფლიო პანდემიისა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პირობებში დისტანციური სწავლება ეტაპობრივად გამართული და ეფექტიანი ხდება. ჩაქვის N2 საჯარო სკოლიდან დისტანციურ სწავლებაში ყველა მასწავლებელი და მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობაა ჩართული.
მოსწავლეთა აქტივობები მარტო ჩართულობით არ შემოიფარგლება, ბევრი მათგანი საკმაოდ დიდ დროს შემოქმედებითი უნარების თვითრეალიზაციას უთმობს.
ამჯერად, გაგაცნობთ მე-4 კლასის მოსწავლე ანა აბულაძეს და მის შემოქმედების რამდენიმე ნიმუშს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები