„დავიცვათ ქალები ძალადობისგან“ - თბილისის N208 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ონლაინ პროექტი განახორციელეს
„დავიცვათ ქალები ძალადობისგან“ - თბილისის N208 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო კბილაშვილის ხელმძღვანელობით, ონლაინ პროექტი განახორციელეს.
„Covid19-სგან შექმნილი სიტუაციიდან გაკომდინარე, შინ ყოფნის პირობებში, სტატისტიკური მონაცემებით იმატა ქალებზე ძალადობამ.
თბილისის 208-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ნინო კბილაშვილმა და IX² კლასის მოსწავლეებმა: სანდრო ჯანჯალაშვილმა, მარიამ ბუბაშვილმა, თეონა გვრიტიშვილმა, ანა კუსრაძემ, მათე ბერძულმა, ნინო ჭინჭარაულმა, დავით ჭიტაძემ, პროგრამა - „მომავლის თაობის“ ფარგლებში განახორციელეს ონლაინ პროექტი თემაზე „დავიცვათ ქალები ძალადობისგან“.
1.მათ ჩაწერეს ონლაინ ინტერვიუ ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილთან.
2.ასევე ჩაერთვნენ ონლაინ ინტერვიუში მოსამართლე თამარ ჩიხლაძესთან და დაუსვეს კითხვები.
3. მოიფიქრეს მოწოდებები #არაძალადობას #დავიცვათქალთაუფლებები #შენშეგიძლიაესშეაჩერო.
4.შექმნეს ნახატები და გააკეთეს სლაიდები, რომლებიც გაავრცელეს სოციალურ ქსელში და მოუწოდეს სხვებსაც გაზიარებისკენ. ასევე სლაიდი დადეს You Tube-ზე.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებელს და მოსწავლეებს გაწეული შრომისთვის
“,-აღნიშნულია დირექციის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები