„დავრგოთ მომავლისთვის“ - ობუჯის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ახალ გამოწვევაში ჩაება
27-04-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის N1 საჯარო სკოლაში არსებული სამოქალაქო კლუბი „ქიაჩი“ აქტიურადაა ჩაბმული სამოქალაქო განათლების პროგრამაში - „მომავლის თაობა“, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ახორციელებს ასოციაცია „ათინათი“.

„ამჯერად, ორგანიზაციის გამოწვევაში „დავრგოთ მომავლისთვის“, აქტიურად ჩაება კლუბის ლიდერი თეკლე შონია კლუბის წევრებთან ერთად. თითოეული მათგანი გამოიწვევს რამდენიმე ადამიანს, ისინი გამოწვევის მიღების შემდეგ გამოიწვევენ მეგობრებს. ეს ჯაჭვი გაგრძელდება და დაირგვება არაერთი ნორჩი ხე, რომლებიც იშრიალებენ მომავალში, მომავალი თაობისათვის“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203