„მონატრება“ - კერძო სკოლა „სხივის“ მესამე კლასის მოსწავლე ანასტასია კიკალიშვილი ჩანახატს გვიზიარებს
27-04-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივი მესამეკლასელი მოსწავლე ანასტასია კიკალიშვილი საქართველოში კორონავირუსით შექმნილ მდგომარეობაზე წერს და თავის ჩანახატს გვიზიარებს.

მონატრება 

ნანა მასწავლებელო, ჩემო კლასელებო, ძალიან მომენატრეთ. მინდა, რომ თქვენი სახეები დავინახო, ხმა გავიგო. მართალია, ონლაინ გაკვეთილებზე თქვენი ხმა მესმის, მაგრამ მინდა ჩაგეხუტოთ, ერთად ვითამაშოთ, ვიმხიარულოთ, ერთად ვისწავლოთ და ვიაზროვნოთ. 

ახლა, ძალიან მინდა სკოლის კარი შემოვაღო, იქ დამხვდეთ ყველანი ერთად და გაკვეთილებიც ჩვენს თბილ საკლასო ოთახში ჩავატაროთ. მენატრება ნანა მასწავლებელი, ჩვენი ქორეოგრაფები, თანაკლასელები, ჩემი მერხი, მთელი სკოლა. ონლაინ გაკვეთილები მართლა მომწონს, მაგრამ ნამდვილი, სკოლაში ჩატარებული გაკვეთილები მირჩევნია. 

იმისათვის, რომ მალე შევხვდეთ ერთმანეთს გთხოვთ დარჩეთ სახლში. ადამიანებს ტელევიზიით მუდმივად აფრთხილებენ, დაიცავით თავი, არ გახვიდეთ გარეთ, რადგან ძალიან სახიფათოაო, მაგრამ მათ ეს მოწოდება არ ესმით. იქნებ ჩემი თხოვნა მაინც გაიგოთ, თქვენი პატარა მეგობრის, დარჩით სახლში იმისათვის, რომ მალე შევხვდეთ ერთმანეთს.

ანასტასია კიკალიშვილი

III კლასი
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203