ვის აქვს უფლება გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და რა შეიძლება იყოს პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველი?
17-08-2018

ვის აქვს უფლება გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და რა შეიძლება იყოს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველი?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს.

 მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:

ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება;                                                    

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203