
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამების საჯარო სკოლის პედაგოგები შეურთდნენ სოლიდარობის აქციას Covid-19-ით გამოწვეული შექმნილი მდგომრეობის გამო და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარნენ.
„მაკარ (იპოლიტე) ბურჭულაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის პედაგოგები შეურთდნენ სოლიდარობის აქციას Covid-19-ით გამოწვეული შექმნილი მდგომრეობის გამო და მოკრძალებული საჩუქრებით დახმარება გავუწიეთ სოციალურად დაუცველ ხუთ ოჯახს.
ამ კეთილშობილურ საქმეში ტრანსპორტირებასა და სასაჩუქრე კალათების დარიგებაში დიდი დახმარება გაგვიწია ჩვენი სოფლის გამგებელმა, ბატონმა მამუკა დოლიძემ.
აქვე გაცნობებთ, რომ საჩუქრების დარიგებაში მონაწილეობა მიიღო სკოლის დირეტორმა თამარ ბურჭულაძემ და ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელმა ხათუნა წიტაიშვილმა“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები