თბილისის N178 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღეს ვიდეორგოლი მიუძღვნეს
27-04-2020

თბილისის N178 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღე დისტანციურად აღნიშნეს და ამ მნიშვნელოვან თარიღს ვიდეორგოლი მიუძღვნეს. სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს.

„14 აპრილი განსაკუთრებული დღეა, „დედა ენის დღე“. მიუხედავად დისტანციისა, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან ასე შორს ვართ, ვერ დავრჩით გულგრილნი და გადავწყვიტეთ პატივი მივაგოთ დედაენის დიდ სიყვარულს. II კლასი გთავაზობთ სიყვარულით, სითბოთი და დიდი მონატრებით სავსე ვიდეოს, რომელიც სულ ერთ დღეში, საოცარი ოპერატიულობით და საოცარი მონდომებით შეიქმნა“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203