ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „დედამიწის გზავნილი ადამიანებს“ განახორციელეს
27-04-2020
22 აპრილს ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6ბ კლასში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პროექტი - „დედამიწის გზავნილი ადამიანებს“ დისტანციურად ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დედამიწის როლი მოირგეს.
„ძალიან გონიერმა და კრეატიულმა მოსწავლეებმა ამ დღეს დედამიწის როლი მოირგეს და ძალიან თბილი, სამადლობელო წერილი მისწერეს ადამიანებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.