ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექსპირის იუბილე დისტანციურად აღნიშნეს
27-04-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა ყოველწლიურად აღნიშნავს შექსპირის იუბილეს - 23 აპრილს. ეს თარიღი უდიდესი ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღია. იგი მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლადაა მიჩნეული.

ამჯერად მოსწავლეებმა დისტანციური სწავლების რეჟიმში იმუშავეს და  სხვადასხვა აქტივობა წარმოადგინეს. ქეთი კონცელიძემ, თამუნა მჟავანაძემ, მარიამ ყურშუბაძემ და თაკო ყურშუბაძემ სონეტები წაიკითხეს. ნინი შამილიშვილმა,  მარიამ ბოლქვაძემ, ქეთი კონცელიძემ და ლანა მოფინაძემ კალიგრაფიულად გააფორმეს შექსპირის სონეტები და ცნობილი ციტატები. თამარ ყურშუბაძემ კი შექსპირის 2 პორტრეტი დახატა.

ღონისძიებაში ჩართული იყვნენ II და  III საფეხურის მოსწავლეები.

მათ ხელმძღვანელობდნენ ინგლისური ენის მასწავლებლები: თამილა დუმბაძე და ინგა რიონიძე.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები











 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203