შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს
27-04-2020

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუაფარცხმის საჯარო სკოლის მეხუთე და მერვე კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დღე ნამუშევრებით აღნიშნეს.

ინგლისური ენის დისტანციური, ონლაინ გაკვეთილების შემდეგ სკოლის ფეისბუქ გვერდზე გამოფენა მოეწყო.

საგნის პედაგოგი ეკატერინე მეგრელიშვილი გახლავთ.

„დედამიწის დღე ყოველწლიური მოვლენაა, რომელიც მთელ მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. მეხუთე და მერვე კლასის მოსწავლეები ამ დღეს თავიანთი ნახატებით გამოეხმაურნენ. სკოლის facebook კედელზე მოეწყო გამოფენა.

დიდი მადლობა მოსწავლეებს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203