
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.
მოსწავლეებმა დედამიწა დახატეს, „აალაპარაკეს“ და „ათქმევინეს“ თუ რა აწუხებს. მოსწავლეთა ნამუშევრები ძალიან საინტერესო და შინაარსიანია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები