წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინგლისურის გაკვეთილისთვის რესურსის სახით ნახატები შექმნეს
27-04-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ დისტანციურ გაკვეთილებში.

ინგლისურის გაკვეთილისთვის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ლევან ელბაქიძემ, კოტე მეშველიანმა, ლუკა ქარსელაძემ, ლუკა აფხაძემ, ზურა ჯოხაძემ, თემური კობახიძემ და გაბრიელ ცირეკიძემ რესურსის სახით ნახატები მოამზადეს.

ბავშვებს საგანს მასწავლებელი იულია კუხალაშვილი ასწავლის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203