მშობლები, რომელთაც მანქანით გადაადგილება არ ეზღუდებათ და არც საშვი სჭირდებათ - ვინ არიან და რა საბუთები უნდა იქონიონ თან?
25-04-2020

27 აპრილიდან მანქანებით გადაადგილება ჩვენ ქვეყანაში სრულად აღდგება, თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ არსებობენ ადამიანები ვისთვისაც გასვლა და ბუნებაში გასეირნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება - აუტისტური სპექტრის მქონე ბავშებისთვის გამონაკლისი დაეშვა და მშობლებს მათი გაყვანა შეძლებოდათ.

იმისთვის, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მანქანით გადაადგილება შეძლოთ საჭიროა იქონიოთ  სტატუსის ფურცელი და ფორმა N100.

აღსანიშნავია, რომ ეს გამონაკლისი ეხება მხოლოდ აუტისტური სპექტრის მქონე პაციენტებს და შშმ პირებზე არ ვრცელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...