
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე დისტანციურად აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ნახატებითა და ვიდეომიმართვებით მოუწოდეს ადამიანებს ერთად იზრუნონ დედამიწაზე.
„დედამიწის დღის აღნიშვნა ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებს წელს უჩვეულო პირობებში მოუწიათ. მათ სახლიდან გაუსვლელად გამოხატეს თანადგომა დედამიწის მიმართ. ნახატებითა და ვიდეომიმართვებით მოუწოდეს ადამიანებს ერთად იზრუნონ დედამიწის გადასარჩენად“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტო და ვიდეოები