„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თითოეული მოსწავლის სწავლება უზრუნველვყოთ“ -ლაშის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს
24-04-2020

წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლაშის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს.

ლაშის სკოლის დირექტორის, ნათელა აბესაძის განცხადებით, სკოლა ყველაფერს აკეთებს არსებული ვითარებიდან გამომდინარე რომ აუწყოს ფეხი დღევანდელი მდგომარეობას. ამისთვის მოსწავლეები იყენებენ  „მესენჯერს“, ტელეფონებს, რამოდენიმე „თიმსის“ პროგრამაშია ჩართული. ვისაც ინტერნეტის პრობლემა აქვს, პირადად მასწავლებლები უკავშრდებიან ტელეფონზე და უხსნიან გაკვეთილებს, ასევ იყენებენ ტელესკოლას და სამინინსტროს ვებ-გვერდს.

სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი და მასში 21 ბავშვი სწავლობს.

„კარგად მივყვებით პროგრამას და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თითოეულის სწავლება უზრუნველვყოთ“,-აღნიშნავს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203