
მარნეულის მუნიციპალიტეტის ქესალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.
„ჩვენს სკოლაში, ძირითადად, მიმდინარეობს სწავლება სოციალური ქსელების მეშვეობით. მთავარია, რომ ვახერხებთ მეცადინეობას და მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ ონლაინ სწავლებით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.