
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დილითის საჯარო სკოლა დისტანციურ გაკვეთილებს აქტიურად ატარებს.
„ჩვენ ვმუშაობთ „თიმსის“ პროგრამაში, აბსოლუტურად ყველა საგანი ტარდება დისტანციურ რეჟიმში და ყველა იღებს მონაწილეობას“,-აღნიშნულია დირექციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.