
თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე წელს განსხვავებულად, დისტანციურად აღნიშნეს.
წლების განმავლობაში სკოლაში აღინიშნებოდა დედამიწის დღე - სკოლის ეზოში მოსწავლეები რგავდნენ მცენარეებს, ეწყობოდა საინტერესო დისკუსიები, შეხვედრები, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები.
„მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვართ სახლში, სკოლის მოსწავლეებმა მაინც შეძლეს ონლაინ სწავლების რეჟიმში აღენიშნათ დედამიწის დღე. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათი თვალით დანახული და აღქმული დედამიწა - ნახატებით, სლაიდშოუებითა და პრეზენტაციებით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ვიდეო