გრიგოლაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ონლაინ სწავლებაში აქტიურად არიან ჩართულნი
24-04-2020

დუშეთის მუნიციპალიტეტის გრიგოლაანთკარის საჯარო სკოლაში დისტანციური გაკვეთილები აქტიურად ტარდება. მოსწავლეები ინტერესით ასრულებენ საშინაო დავალებებს. მასწავლებლები კი გაკვეთილების ასახსნელად ბევრ ინფორმაციულ რესურსს იყენებენ.

„დუშეთის მუნიციპალიტეტის გრიგოლაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართულები ონლაინ სწავლებაში, ამას მოწმობს თუნდაც მათ მიერ შესრულებული დავალებები, მასწავლებლების მიერ მიწოდებული ელექტრონული ბმულები, რომლებიც უფრო საინტერესოს ხდის სწავლების პროცესს“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ბმულები და ფოტოები










 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203