
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შუაფარცხმის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ. მათ ოთხს ოჯახს პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები გადასცეს.
„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, შუა ფარცხმის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები შეუერთდნენ ჩოხატაურის რაიონის მერის, ბატონი ირაკლი კუჭავას ინიციატივას და თავიანთი წვლილი შეიტანეს საქველმოქმედო აქციაში „რასაცა გასცემ შენია“.
აქციის ფარგლებში შეგროვილი პროდუქტებითა და ჰიგიენის საშუალებებით ოთხი ოჯახი გაახარეს,“ -აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები