
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ჭრებალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს.
ამ დღის აღნიშვნა სკოლის III-IV კლასის მოსწავლეებმა „მე და საზოგადოების“ დისტანციური გაკვეთილების მიმდინარეობისას გადაწყვიტეს. მოსწავლეებმა შექმნეს ილუსტრაციები, რითაც მოუწოდეს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ და გააფერადონ დედამიწა.
პატარებს საგანს „მე და საზოგადოების“ პედაგოგი ლალი სანთელაძე ასწავლის.
დედამიწის საერთაშორისო დღე 22 აპრილს აღინიშნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები