თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღე დისტანციურად აღნიშნეს
24-04-2020
თბილისის N103 საჯარო სკოლის Iგ კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით გვილოცავენ დედა ენის დღეს. მათ დღესასწაული დისტანციურად, ონლაინ აღნიშნეს და სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.
„დღევანდელი მდგომარეობა ახალი გამოწვევაა პატარებისთვის, რამაც მეტი უნარი შესძინა მოსწავლეებს და გაძლიერებული ძალისხმევთ, მონდომებითა და მოტივაციით ჩაერთნენ პროექტში „14 აპრილი დედა ენის დღეა!“ პროექტის ფარგლებში პირველკლასელებმა მოამზადეს ლექსები და ნამუშევრები დედა ენაზე.
ასევე მონაწილეობა მიიღეს კლასის დამრიგებლის მიერ ორგანიზებულ დედა ენის დღისადმი მიძღვნილ კითხვისა და წერის ონლაინ კონკურსში, რაც ხელს შეუწყობს წიგნის, ასევე ქართული ენის პოპულარიზაციას და ამ პატარების სახით აქტიური მკითხველის ჩამოყალიბებას. ონლაინ რეჟიმიდან გამომდინარე კლასის ჯგუფში აიტვირთა ყველა მონაწილის წაკითხული ტექსტის ვიდეოჩანაწერი და ნაწერი, რომლებიც შეაფასეს მშობლებმა და გამოავლინეს გამარჯვებულები.
პროექტის ყველა მონაწილე ელექტრონული სიგელით დაჯილდოვდა. პროექტის მხარდამჭერ დედიკოებს უღრმესი მადლობა აქტიურობისთვის და ჩართულობისთვის.
დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კითხვისა და წერის ონლაინ კონკურსი დამთავრდა. ვიდრე შევაჯამებთ შედეგებს, მინდა დიდი სიყვარული და მადლიერება გამოვხატო თითოეული მოსწავლის მონაწილეობაზე ამ ფორმით ჩატარებულ ონლაინ კონკურსზე, ყველა გამარჯვებულები ხართ, ჩემო პატარებო, ვერ წარმოიდგენთ, როგორი ამაყი და გახარებული ვარ თქვენი შესაძლებლობებით, ჩვენ ეს შევძელით შორიდან, დისტანციურად ერთად: მე, თქვენ და თქვენმა საუკეთესო დედიკოებმა. ამ ახალმა გამოწვევამ გამოავლინა ჩვენი მობილიზება, ორგანიზებულობა, ყურადღება, ერთმანეთისადმი და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა თუ პატივისცემა. შეგვძინა ახალი გამოცდილება... ამისთვის უღრმესი მადლობა თქვენ და თქვენს ლამაზ დედიკოებს. ძნელბედობის ჟამს შევძელით ჩვენ ეს, რათქმაუნდა თანადგომით, ერთმანეთის მხარდამხარ, როგორც ერთმა დიდმა მთლიანობამ, ბრავოოო! მე თქვენ მეიმედებით და მეამაყებით, ჩემო ყოჩაღებო! რაღა დაგვიდგება ამიერიდან წინ, ჩვენ ყველაფერს შევძლებთ!
საქართველო გადარჩება!!! მას თქვენისთანა მომავალი ეზრდება. ეს დღეები ხომ არასოდეს ამოიშლება ჩვენი მეხსიერებიდან და უფრო მეტს შეგვაძლებინებს, რადგან ,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის,“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს