
ანი ღურწკაია დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეა.
ის მოკრძალებული გოგონაა, გამოირჩევა კორექტულობით. მას გამოარჩევენ აგრეთვე ქორეოგრაფიული უნარებით. კითხულობს კლასგარეშე ლიტერატურას, ინტელექტუალური და პიროვნული ზრდისათვის. კერძოდ, კი ისეთი დიდი მწერლების ნაწარმოებებს, როგორებიც არიან ლევ ტოლსტოი, ჯეკ ლონდონი, სკოტ ფიცჯერალდი, ჟიულ ვერნი. ამჯერად ანი ეცნობა შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარს“.