„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“ - უჯარმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე დისტანციურად აღნიშნეს
„დედამიწა ჩვენი საერთო სახლია“- ამ ლოზუნგით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის უჯარმის საჯარო სკოლაში 2020 წლის 22 აპრილი, დედამიწის დღე -უჩვეულოდ, დისტანციურ რეჟიმში აღინიშნა. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია დედამიწის ისტორიის შესახებ, წარმოადგინეს ეკოლოგიური პრობლემები და იმსჯელეს მათი დაძლევის გზებზე, ჩაწერეს ვიდეო რგოლები, დაამზადეს საინტერესო პრეზენტაციები, შექმნეს პოსტერები სლოგანებით - „ერთად ვიზრუნოთ დედამიწაზე“, „მოვუფრთხილდეთ გარემოს“, „ყველას გილოცავთ დედამიწის დღეს“.
იხილეთ პრეზენტაციები -
დედამიწის დღე 1, დედამიწის დღე 2იხილეთ ფოტოები